GEO ENG
 

 







 

2013-12-23

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები” დარეგისტრირდა 105 საპროექტო განაცხადი განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. ექსპერტების შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა ცალკე მაგისტრებისთვის და ცალკე დოქტორებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 დეკემბრის N13/12/01 განკარგულებით გაიცა გრანტი 68 ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტზე.

>>>
2013-12-18

2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტების საყურადღებოდ! გრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში 2013 წლის 20 დეკემბერს, 11:00 და 12:00 საათზე.

>>>
2013-12-18 font size="2">
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრი აცხადებს შემდეგ კონკურსებს:>>>
2013-12-16

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას საფრანგეთში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლების მსურველთათვის.

>>>
2013-12-14

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა ნიკა ალავიძესა და დავით ჩხეიძეს გამოგონებისთვის „აქტიური ფილტრი“ (ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა), გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან.

>>>
2013-12-12   

დამთავრდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსი>>>

2013-12-12   

საკონკურსო კომისიამ უმაღლესი ქულების მქონე 6 პროექტი გამარჯვებულად გამოავლინა, ხოლო ქულებით მომდევნო 29 პროექტის წარმომადგენლები მოიწვია პრეზენტაციის ჩასატარებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. პრეზენტაციების მოსმენისა და დამატებითი განხილვის შემდეგ კიდევ 14 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად.  ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო  20 პროექტმა.

 >>>

2013-12-11

დასრულდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2013 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების შეაფასება საქართველოსა და იტალიაში, დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ.  შეფასებების შეჯერების შედეგად, მხარეთა მიერ დასაფინანსებლად რეკომენდებული იქნა 5 საპროექტო წინადადება.

>>>
2013-12-09

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ კონკურსში ”სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი” დარეგისტირდა 89 საპროექტო განაცხადი.

>>>
2013-12-06

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დარეგისტრირდა 53 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 7 ნოემბრის N61 ბრძანებით, ტექნიკური ექსპერტიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კონკურსიდან მოიხსნა 7 საკონკურსო განაცხადი. ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 16 პროექტმა.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [10]