GEO ENG
 

 







 

2013-12-06
2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დარეგისტრირდა 53 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

• მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა - 3 პროექტი;

• ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 10 პროექტი;

• სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 18 პროექტი;

• დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 22 პროექტი.

ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 7 ნოემბრის N61 ბრძანებით, ტექნიკური ექსპერტიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კონკურსიდან მოიხსნა 7 საკონკურსო განაცხადი. ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 16 პროექტმა.

კონკურსის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 9 დეკემბრისა შემდეგი დოკუმენტაცია:

საჯარო სკოლამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიში ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
3. საჯარო სკოლის დირექტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სრული ასლი;
4. საჯარო სკოლის საინდენტიფიკაციო კოდი;
5. პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სრული ასლები და მათი პირადი ანგარიშის ნომრები (გაცემული ბანკის მიერ).

share