ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადები 2013-სთვის ემზადებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 35 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის.
2013 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 82 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 51 მეცნიერი შეარჩია.
ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის 2013 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები გამოვლინდნენ. შესაბამისი შესარჩევი ტურები სსიპ შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 20, 21, 30 აპრილს და 1 მაისს მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა.
>>>
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2013 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები დაამტკიცა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების ჩატარებას.
კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 20, 21, 27 და 28 აპრილს ფიზიკის 44-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა. ნაშრომების შეფასებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ფონდში შემოვიდა 7 მოსწავლის 17 სააპელაციო განაცხადი.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი ტურები დასრულდა. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით დასკვნითი III და IV ტურები 30 აპრილს და 1 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა.
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: