GEO ENG
 

 







 

2013-09-06

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბება, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევათა საფუძველზე ზოგადი და სპეციალური ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნა. პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 16 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის 24.00 სთ-მდე.

>>>
2013-09-06

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 15 სექტემბრიდან 10 ნოემბრის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის/პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 13 ნოემბრის 18.00 საათისა.

>>>
2013-09-05

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის საზაფხულო სკოლის მუშაობას გაეცნენ.

>>>
2013-09-04

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;

>>>
2013-09-03

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

>>>
2013-09-03

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა ინფორმატიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროს სახელით ფულადი ჯილდოები გადასცეს.

>>>
2013-08-29

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 65 საპროექტო განაცხადი. პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა.

>>>
2013-08-20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ფონდმა JÜLICH-დან მიიღო ოფიციალური განაცხადები (იხ. თანდართული ფაილები), რომლებშიც გერმანელი მეცნიერები გამოთქვამენ სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა ქართველი მკვლევარების ჩართვის სურვილს, სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციებზე მათი მუშაობის ფარგლებში.

>>>
2013-08-16

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი)და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსი.

>>>
2013-08-07

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 28 ივნისის მე-6 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [10]