GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2014-11-28

სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 ნოემბრის N 111 ბრძანებაში “დოქტორანტურის საგანმანატლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო პროექტების წარდგენის და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმების და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ შევიდა ცვლილება

>>>
2014-11-28
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” საკონკურსოდ დარეგისტრირდა 72 საპროექტო განაცხადი.
>>>
2014-11-24

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 21 ნოემბერს, შედგა კონფერენცია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, სადაც წარდგენილ იქნა ოფიციალური დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე

>>>
2014-11-24

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსში გამარჯვებულების  მიერ ფონდში დოკუმენტაციის შემოტანის ვადა გაგრძელდა

>>>
2014-11-20

კონკურსანტებს, რომლებსაც  სტაჟირების დაწყება 2014 წლის 15 დეკემბრამდე გქონდათ დაგეგმილი,   გთხოვთ,  ამა წლის  3 დეკემბრის 18:00 საათამდე  წარმოადგინოთ მოწვევის ახალი წერილი, ნათარგმნი და  ნოტარიულად დამოწმებული - სტაჟირების ახალი ვადების მითითებით

>>>
2014-11-19

პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 24 ნოემბრისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

>>>
2014-11-18

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

>>>
2014-11-18 დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდება:
1 დეკემბერს (ორშაბათი) 15-16 სთ; 5 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ; 12 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ; 17 დეკემბერს (ოთხშაბათს) 15-16 სთ; 19 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ. >>>
2014-11-12

საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს: ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას; ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას; გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას;

>>>
[1]... > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] ... > [71]