GEO ENG
 

 







 

2014-11-18
საინფორმაციო დღე ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში ფონდს ევალება ე.წ. საინფორმაციო დღეების ორგანიზება, რომლებზეც განხილული უნდა იყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (Horizon 2020) საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები კვლევების სამ სფეროში: ჯანდაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება.

ამა წლის 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი საინფორმაციო დღე, რომელიც გახსნა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა. შეკრებილ სამეცნიერო საზოგადოებას და უცხოელ ექსპერტებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ვადაჭკორია და ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ოლივერ რაიზნერმა.

პლენარულ სხდომაზე ვრცელი მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ მარსაგიშვილი, პოლონელი ექსპერტი - ეროვნული საკონტაქტო პირი ევროპული პროგრამებისთვის ქალბატონი კატარჟინა სობოტკა-დემიანოვსკა, საქართველოში ევროკავშირის პროგრამის “ERASMUS+” ოფისის კოორდინატორი ქალბატონი ლიკა ღლონტი.

შემდეგ გაიმართა ორი პარალელური თემატური სხდომა: „ჯანდაცვა“ და „ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება“, რომლებზეც ძირითადი მოხსენებები წარმოადგინეს ფრანგმა ექსპერტმა, პასტერის ინსტიტუტის ევროპულ ურთიერთობათა კოორდინატორმა ბატონმა დევიდ იტიერმა და ქალბატონმა კატარჟინა სობოტკა-დემიანოვსკამ. მოხსენებებით გამოვიდნენ ასევე შესაბამისი დარგის ქართველი ექსპერტებიც.

შემაჯამებელ სხდომაზე გაიმართა დისკუსია. ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა „Horizon 2020“-ში ჩართულობის გაფართოებასთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარების გააქტიურების აუცილობლებლობაზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს „Horizon 2020“-ის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაზე ბიზნეს და სამეცნიერო სექტორების თანამშრომლობის ინიცირების კონტექსტში. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს მოწინავე ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ღონისძიების პროგრამასა და წარმოდგენილ მოხსენებებს (იხ. ინფორმაცია ბმულებით). 

დღის განრიგი 
თ. მარსაგიშვილი-მოხსენება

კ.სობოტკა-დემიანოვსკა-მოხსენება-1
ლ.ღლონტი-მოხსენება
დ.იტიერი-მოხსენება
გ.ჭანტურია-მოხსენება
ლ.წულაძე-მოხსენება
კ.სობოტკა-დემიანოვსკა-მოხსენება-2
გ.აბულაშვილი-მოხსენება 
მ.შვანგირაძე-მოხსენება

 



 

 

share