GEO ENG
 

 







 

2015-04-02
კონკურსი იაპონიის ოსაკას პრეფექტურის თვითმმართველობის მიერ კულტურის სფეროში დაწესებული საერთაშორისო ჯილდოს - “Yamagata BantoPrize” მოსაპოვებლად

1982 წლიდან იაპონიის ოსაკას პრეფექტურის თვითმმართველობის მიერ კულტურის ფეროში დაწესებულია საერთაშორისო ჯილდო სახელწოდებით “YamagataBantoPrize”. ჯილდო  გადაეცემა საზღვარგარეთ იაპონიის კულტურის   გაცნობის ამაღლებაში შეტანილი წვლილის მქონე  პირებს, ძირითადად მთარგმნელობითი და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ოსაკას პრეფექტურის თვითმართველობის მიერ კულტურის სფეროში დაწესებული საერთაშორისო ნომინაციები  გაიცემა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

·         ნაშრომები  უნდა მოიცავდეს იაპონური კულტურის კვლევას  ან იაპონური ლიტერატურის  თარგმნას;

·         ,,იაპონური კულტურა” ტერმინის განსაზღვრება, როგორც იაპონური ლიტერატურა, აზროვნება;

·         ნაშრომების ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის;  

·         ნაშრომები უნდა იყოს გამოქვეყნებული ბოლო,  რამდენიმე წლის განმავლობაში.

ავტორი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ეროვნების და  ხელს უნდა უწყობდეს იაპონური ლიტერატურის პოპულარაზაციას საზღვარგარეთ.

ოსაკას პრეფექტურის თვითმართველობის კულტურის სფეროში დაწესებული საერთაშორისო ნომინაციის ერთ გამარჯვებულს,  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, შესაფასებელი კომისია ავლენს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებ, განაცხადი ოსაკას თვითმმართველობაში უნდა წარადგინონ  2015 წლის 31 მაისამდე, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 2016 წლის თებერვალს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება. მგზავრობის ხარჯებს (დაჯილდოვების ცერემონიაზე დასასწრებდ) დაფარავს მასპინძელი მხარ.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 მაისის 18:00 საათი.

დაწვრილებითი ინფორმაცია და პროექტის წარდგენის ფორმები იხილეთ დანართში

 დანართი

სააპლიკაციო ფორმა

 

share