GEO ENG
 

 







 

2015-03-27
UNESCO/ინდოეთის კალინგას კონკურსი 2015 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის პრიზის მოსაპოვებლად (UNESCO Kallinga Prize for the Popularization of Science 2015)

იუნესკო/ინდოეთის კალინგამ   გამოაცხადა კონკურსი 2015 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის პრიზის მოსაპოვებლად.

 

ჯილდო გადაეცემა პირს, რომელსაც აქვს გამორჩეული კარიერა როგორც მწერალს, რედაქტორს, მეცნიერს, რადიო/ტელევიზიის პროგრამების დირექტორს ან ფილმების პროდიუსერს  და ეწევა  მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიების  პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებისათვის.

 

ნომინანტის დოსიე უნდა შეიცავდეს:

§  ნომინანტის ბიოგრაფიას

§   გამოქვეყნებული ნაშრომების სიას

§  ნომინანტის, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორის სამეცნიერო კარიერის აღწერას

 

იუნესკოში ნომინაციების წარდგენის ბოლო თარიღია 2015 წლის 29 მაისი.

 

 

 შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ნომინაციაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 14 მაისის  18:00 საათი. განაცხადის ფორმა.

UNESCO/ინდოეთის კალინგა პრიზის (UNESCO Kallinga Prize for the Popularization of Science 2015) მოსაპოვებლად ერთი კანდიდატის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთვის

თვის   წარდგენას უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია და პროექტის წარდგენის ფორმები იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/single-view-sc-policy/news/call_for_nominations_for_the_unesco_kalinga_prize_for_the_popularization_of_science-1/#.VRT8Qo6CzCN

 

საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია 
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 
მისამართი: მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული; 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (44-09)
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge 
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share