GEO ENG
 

 







 

2015-03-05
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო’’ -ს პროექტის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო’ ახორციელებს ევრო კავშირის მიერ დაფინანსებულ ENER2i პროექტს (www.ener2i.eu), რომლის მიზანია  ევროპის სამეზობლო ქვეყნებსა (ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი) და ევროკავშირის ქვეყნებში (ავსტრია გერმანია, უნგრეთი) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე უნივერსიტეტებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და მრეწველობას შორის ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორების მოძიების, ცოდნის ამაღლების ეროვნული თუ საერთაშორისო ღონისძიებების, ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობისა ინოვაციური ვაუჩერების სქემების ჩამოყალიბების საშუალებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინოვაციებთან განახლებადი ენერგიის სფეროში და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასთან  გამოცხადდა ინოვაციური ვაუჩერების (4000,00 ევრო) კონკურსი.

კონკურსის მიზანია ინოვაციური პროექტების ინიცირება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის დარგში პირდაპირი ფინანსური მხადაჭერის გზით პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე. მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შორის დამწყებ (Start-ups) და შვილობილ (Spin-offs) კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკვეთონ სამეცნიერო-კვლევითი მომსახურება, რომელიც აუცილებელია მათი პროექტების განსახორცილებლად, რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას სამეცნიერო ორგანიზაციებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის (კონკურსის პირობები & სააპლიკაციო ფორმის შევსების წესები) გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები ანდა ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ლინკს: http://www.ener2i.eu/innovation_vouchers/georgia;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშრიდეთ:

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - ეეც

დ.გამრეკელის 19, VI სართ.

თბილისი 0160; საქართველო

ტელ.: + 995 32 2242540 / 2242541

ფაქსი: + 995 32 242542

მობილური: +995 599 287 189

ვებ-გვერდი: www.eecgeo.org

share