7 მარტს თბილისში ინტელის სასწავლო აკადემიის სემინარი გაიმართება
სემინარი ეძღვნება საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა კონკურსების ორგანიზების წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-მკვლევართა მსოფლიოში უდიდესი კონკურსის - ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენის (Intel ISEF) და მასთან აფილირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ რეგულაციები და კატეგორიები, მოსწავლეთა კვლევითი და საინჟინრო პროექტების განხორციელების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და საუკეთესო მაგალითები.
სემინარი განკუთვნილია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთათვის, განათლების სპეციალისტებისათვის და იმ მეცნიერთათვის, ვინც დაინტერესებულია ქვეყანაში საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონის ამაღლებით, მოსწავლეებში მეცნიერული კვლევისა და გამომგონებლობის უნარების განვითარებით, ქვეყნის სამომავლო სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენით და მეცნიერების პოპულარიზაციით.
სემინარის ორგანიზატორები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოში ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პარტნიორი - ინოვაციური განათლების ფონდი.
სემინარში მონაწილეობენ, განათლების სამინისტროს კურიკულუმის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტები, საერთაშორისო კონკურსის „ლეონარდო დავინჩისა“ და სახელმწიფო სამეცნიერო საგრატო კონკურსში „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ჩართული მასწავლებლები, ლიდერები, თანალიდერები და მეცნიერები.
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზი, მაყაშვილისი ქ. 32/34
პროგრამა დაიწყება 11:00 საათზე
საკონტაქტო პირი:
თათია მჟავანაძე 555438107
www.rustaveli.org.ge