GEO ENG
 

 







 

2015-02-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, გვაქვს პატივი,  მოგიწვიოთ აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2015 წლის 22-23 მაისს, ქ. თბილისში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

კონფერენციაზე მიიღება თემები, რომლებიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხთაგან ერთ-ერთს:

 

  1. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, როგორც პოლიტიკური ასოცირების ნაწილი;
  2. თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში;
  3.  სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრტხოება;
  4.  ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელება;
  5.  ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა: განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და ა. შ.;
  6. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გამოცდილება: შედარებითი ანალიზი.

     მნიშვნელოვანი თარიღები

  აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 23 მარტი
  სრული ნაშრომის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 4 მაისი

 

 სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული  

კონფერენციის ელ-ფოსტა: silkroad@ibsu.edu.ge ვებ-გვერდი:
კონფერენციის
www.silkroad.ibsu.edu.ge ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. #2
0131 თბილისი, საქართველო
ტელ. : (+995 32) 259 50 05
www.ibsu.edu.ge

share