GEO ENG
 

 







 

2015-02-19
EURALEX-ის მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონგრესი

EURALEX-ის მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება თბილისში, 2016 წლის 6,7,8,9,10 სექტემბერს. EURALEX-ის საერთაშორისო კონგრესის დევიზია: ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება. კონგრესის ლოგოზე გამოსახულია მე-12, მე-13 საუკუნის ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი.

EURALEX-ის კონგრესი შეკრიბავს   პროფესიულ ლექსიკოგრაფებს, გამომცემლებს, მკვლევარებს, პროგრამისტებსა და  ამ სფეროითი  დაინტერესებულ პირებს.

კონგრესი  ორგანიზებული იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ.

პროგრამა მოიცავს :  პლენარული ლექციების ჩატარებას,  სესიებს სხვადასხვა თემებზე,   დისკუსიას მრგვალი მაგიდის პრინციპით,  სპეციალიზებულ სემინარებს, წიგნის პრეზენტაციასა და პროგრამულ გამოფენებს, როგორც  ღონისძიებების მონაწილეებისთვის ასევე  სტუმრებისთვის.

ყველა ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება კონგრესის ვებგვერდზე. იმისათვის, რომ მიიღოთ რეგულარული განახლებები  ყრილობის შესახებ, გთხოვთ გამოიწეროთ Euralex ბიულეტენი.

 

 მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. N 1, 0179 თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: euralex2016@tsu.ge

დამატებითი ინფორმაცია: http://euralex2016.tsu.ge/index.html

share