GEO ENG
 

 







 

2015-02-13
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას

SYSSA- აქტიურად დაიწყო მუშაობა 2012 წლიდან და ყოველწლიურად აწყობს კონფერენციებსა და სესიებს. ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდების მეტი ჩართვა და მათი დაინტერესება სამედიცინო-სამეცნიერო სფეროში, განათლებისა და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების ამაღლება, მათი მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-ექიმების კავშირის ხელშეწყობა და მედიცინის განვითარება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, Masters,PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური;პუბლიკაციები გამოქვეყნდება. კონფერენციის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება I, II, III ადგილზე გასული მოხსენებები. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას .14, თბილისი) 2015 წლის 22-23 მაისს.

SYSSA-სარეგისტრაციო ფორმა და ინსტრუქციები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ლინკიდან: http://share.ge/?d=54AEA8702 აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 მარტი. დამსწრეთათვის დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 15 აპრილი. დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ კონფერენციის მასალებს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშრდით: syssa.dtmu@gmail.com https://www.facebook.com/scientificassociation.syssa.dtmu https://www.facebook.com/events/883405115037386/ http://www.aieti.edu.ge/?377%2F759%2F&lan=en

share