შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რობერტ ბოშის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის 2015/2016 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ან სამოქალაქო სექტორში (სახელმწიფო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან ან უკრაინიდან.
თანდართული დოკუმენტში იხილავთ კოლეჯის დირექტორის, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ გიუნტერ ფერჰოიგენის, პირად წერილს, დამატებით ინფორმაციასა და ბროშურას გერმანულ ენაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 02.03.2015
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.bosch-stiftung.de/