მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში
12 მარტი, 2015 წ. ქ. თბილისი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გამომცემლობა ElsevierBV გაცნობებთ, რომ ა.წ. 12 მარტს ქ. თბილისში გაიმართება მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი.
ღონისძიების მთავარი თემაა საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობის მაქსიმალური გაზრდა: სტრატეგიის შემუშავება, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და კვლევის ხარისხის გაზრდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება კვლევის სტრატეგია და განვითარება როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, ინფორმაცია შესაბამისი კვლევების შესახებ და კვლევის მენეჯმენტში არსებული ტენდენციები.
ღონისძიება მიეძღვნება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა Elsevier BV შორის წარმატებულ პარტნიორობას.
ფორუმზე ძირითადი მომხსენებლები არიან:
· საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე
· საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ბატონი გიორგი შარვაშიძე
· საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ქაშიბაძე
· გამომგცემლობა Elsevier-ის თავმჯდომარე, ბატონი იუნგსუკ ვაიეს ჩი.
მოხარული ვართ მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძებაზე მონაწილეობის მისაღებად და იმედი გვაქვს, რომ აქტიურად ჩართვებით ფორუმის პროგრამასა და დისკუსიებში.
ფორუმში მონაწილეების მსურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ შემდეგი ბმულის გამოყენებით: http://sdf.elsevier.ge/registration
ფორუმი გაიმართება ა.წ. 12 მარტს
მისამართი: ქ. თბილისი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი # 4;
პროგრამა დაიწყება 10.00 სთ-ზე.
მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში
მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი: კვლევების განვითარება საქართველოში
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, თავისუფლების მოედანი 4.
ღონისძიების პროგრამა
9:00 -10: 00 - მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავით გამასპინძლება
I სესია
10:00 - 10:15 ფორუმის გახსნა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი
თამარ სანიკიძე;
10:15 - 10.30 მისასალმებელი სიტყვა- გამომცემლობა Elsevier-ის თავმჯდომარე, ბატონი იანგსუკ ვაი
ეს ჩი;
10:30 - 10: 40 Elsevier-ის ბაზაში განსათავსებლად შერჩეული გამარჯვებული ჟურნალის გამოცხადება -
ქართული მეცნიერების გზის გასაკვალად, გამომცემლობა Elsevier-ის თავმჯდომარე,
ბატონი იანგსუკ ვაი ეს ჩი;
10:40 - 11: 05 საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივები -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი
შარვაშიძე;
11:05 - 11: 25 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობა მეცნიერების განვითარებაში - საქართველოს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უნარების და
კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი, ბატონი გიორგი
კინწურაშვილი;
11:25 - 11: 50 საქართველოში კვლევების ანალიზი და შეფასება - Elsevier SciVal Solution-ის მენეჯერი,
ბატონი კჟიშტოვ შჟიმანსკი;
11:50 - 12:00 კითხვა - პასუხი, დისკუსია;
12:00 - 13:00 შესვენება - სადილი
II სესია
13:00 - 13: 25 კვლევებისა და განვითარების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა/გამოცდილება და
კვლევებისა და განვითარების ეროვნული/ნაციონალური შეფასება, ესტონეთის
წარმომადგენლის მოხსენება;
13:25 - 13:50 მოწინავე კვლევითი ცენტრები (Center of Excellence), ლიტვის წარმომადგენლის
მოხსენება;
13:50 - 14:15 კვლევის მართვა ეროვნულ დონეზე და უნივერსიტეტებში - ბატონი ჯონ გრინი,
კემბრიჯის უნივერსიტეტი;
14:15 – 14:40 პორტუგალიაში კვლევების შეფასების ეფექტური მართვის გამოცდილება - ბატონი
ალბერტო ზიგონი, გამომცემლობა Elsevier-ის უფროსი კონსულტანტი;
14:40 - 15:05 კვლევების დაფინანსება ევროკავშირის ფარგლებში - EU წარმომადგენელი;
III სესია
15:20-16:00 - მრგვალი მაგიდა
„ეროვნული მეცნიერების წინსვლა და განვითარება“ დისკუსია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებისა და გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებს შორის.
მოდერატორი - ბატონი ალბერტო ზიგონი, Alberto Zigoni, Elsevier- ის გამომცემლობა.