ინდური მრეწველობის (CII) გამოფენა- გაყიდვა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინდური ინდუსტრიის კონფედერაციის(Confederation of Indian Industry – CII) მიერ ორგანიზებულ გლობალურ გამოფენასთან დაკავშირებით.
ინდოეთში, ქ დელიში, 2015 წლის 23 დან 25 აპრილის ჩათვლით ინდური ინდუსტრიის კონფედერაცია ატარებს გლობალურ გამოფენას მომსახურების დარგში Global Exhibition on Services- GES.
GES ის მიზანია გაზარდოს როგორც სტრატეგიული თანამშრომლობა, ასევე განავითაროს მომსახურების სფეროში კომპეტენტურ მოთამაშეებს შორის სინერგიული თანამშრომლობა.
გამოფენაში 40-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ისინი შეძლებენ როგორც ბიზნეს შეხვედრების, B2B, ჩატარებას, ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სემინარებს.
გამოფენა ორიენტირებულია შემდეგ მიმართულებებზე: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომი, ტურიზმი, მედია, გართობა, ჯანდაცვა, ლოჯისტიკა, პროფესიონალური მომსახურება, განათლება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კვლევა და განვითარება, კოსმოსური და სატელიტური მიმართულებები.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://gesdelhi.in/ ; www.indianembassy.am