„ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული, ნიკა ალავიძე, ინტელის საერთაშორისო გამოფენის მეოთხე საპრიზო ადგილის მფოლებლია
შოთა რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩი“, ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ნიკა ალავიძემ ამჯერად წარმატებას პიტსბურგში, აშშ-ში მიაღწია. ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის პროექტი „გახეთქილი მილების შესაკეთებელი მოწყობილობა“ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ნაწილმა ნახა და აღიარა. 1700 კონკურსანტს შორის ნიკა ალავიძემ მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა.