დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგები
სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 376 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 განაცხადი, ხოლო 2 განაცხადი მოიხსნა კონკურსანტის პირადი განცხადების საფუძველზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 87 გამარჯვებული პროექტი.
იხ: რანჟირებული სია
გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 20 მარტიდან 23 მარტის 18:00 საათამდე ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!