GEO ENG
 

 







 

სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესში სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნა-დანერგვა.

კონკურსის შედეგად უნდა შეიქმნას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეს დაეხმარება სასწავლო პროგრამის უკეთ ათვისებაში, საპროგრამო მასალისადმი ინტერესის გაღვივებაში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაში.

კონკურსი ითვალისწინებს უკვე არსებული კომპიუტერული პროგრამების სახელმწიფო ენაზე თარგმნას, ასევე სახელმწიფო ენაზე ახალი კომპიუტერული პროგრამების შექმნას.

კომპიუტერული პროგრამა დასაფინანსებლად შეირჩევა შემდეგი თემატური მიმართულებებით: მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები. საგრანტო პროექტების შეფასებასა და შერჩევას ახორციელებს სპეციალური კომისია.

პროექტების შესრულების შემდეგ კომპიუტერული პროგრამები განთავსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე, მისი შემდგომი არაკომერციული მიზნებით მოხმარების, თავისუფალი ჩატვირთვის, ჩვენების, მუშაობის, გადაცემის, ადაპტირებისა თუ სისტემატიზების მიზნით.