GEO ENG
 

 







 

საგრანტო კონკურსი ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით”

 საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.

საკონკურსოდ პროექტის შემოტანა შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასამეწარმეო - არაკომერციული იურიდიული პირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის მქონე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - უნივერსიტეტს. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში გრანტის მიმღები იქნება უნივერსიტეტი.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ წელს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 700 000 ლარს.