GEO ENG
 

 







 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა-წახალისებას, მათი შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების VII-XII მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

საკონკურსო განცხადი უნდა შეიცავდეს გამოგონების ტექსტურ აღწერილობასა და ილუსტრაციას ნახაზის ან მოდელის სახით.

კონკურსი პირველად 2011 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის სკოლა მონაწილეობდა. ფონდის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდა 407 განაცხადი. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 7 გამარჯვებული პროექტი.


2011 წლის შემოდგომაზე კონკურსმა  საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. კონკურსში საქართველოს მოსწავლეებთან ერთად სხვა ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18-წლამდე მოზარდებიც ჩაერთვნენ. გამოვლინდა 4 საუკეთესო  და 10-მდე  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი. გამოფენის ყველა მონაწილე კი, პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.