GEO ENG
 

 







 

ქართული ეროვნული სამოსის კვლევის საგრანტო კონკურსი

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევა” მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერული შესწავლა, მისი ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და ა.შ. ასპექტების კვლევა და სისტემატიზაცია, კვლევის შედეგების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს ქართული ეროვნული სამოსის შესახებ მეცნიერულად დამუშავებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა-ცნობარისა და თანდართული ვიზუალური თვალსაჩინოების მომზადება და დაბეჭდვა. ცნობარი ინფორმატიული იქნება როგორც საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.

კონკურსი მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის წახალისებას, კვლევების, განსაკუთრებით, ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსებაში ბიზნეს-სტრუქტურების მონაწილეობის სტიმულირებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მკვლევართა ჯგუფს ან/და საბაზო ორგანიზაციას; საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ¬თლი¬ს იურიდიულ პირს, სსიპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საბაზო ორგანიზაციის სტატუსით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კვლევის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება - 70 000 ლარს. საკონკურსო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თანადამფინანსებლის მონაწილეობას.
პროექტებს აფასებს დარგის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შექმნილი სპეციალური კომისია.