GEO ENG
 

 







 

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები ფუნდამენტური კვლევებისათვის

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში ან უკვე არსებული ცოდნის გამოყენებით რომელიმე პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტა ინოვაციური მიდგომის, მეთოდის, ტექნოლოგიისა და ა.შ. შესამუშავებლად. საკონკურსო კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს მოვლენების, ფაქტების, თეორიების, მოდელების, ახალი იდეებისა და კონცეფციების თეორიულსა და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს.

კვლევები დასაფინანსებლად დამოუ¬კი¬დებელ ადგილობრივ და/ან უცხოელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩევა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 36 თვე, ხოლო წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, დამოუკიდებელი სახით პირველად 2011 წელს გამოცხადდა, მანამდე ფუნდამენტური კვლევები სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ფინანსდებოდა.

2011 წლის კონკურსში 780 განაცხადი დარეგისტრირდა.