კონკურსი საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში - შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა
კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან;
საქართველოს მეცნიერების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
კონკურსის სამეცნიერო მიმართულებაა: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, კერძოდ მცირე კავკასიონის (სამხრეთ კავკასიონის) ქედის ბუნებრივი რესურსების (წიაღისეულისა და ნახშირწყლების) და ტექტონიკური აქტიურობის (სეისმოლოგიური რისკების შედეგების) კვლევა.
კონკურსი პირველად 2010 წელს გამოცხადდა.