სახელმწიფო გრანტები სამეცნიერო აპარატურის შესაძენად
საგრანტო კონკურსის მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს თანამედროვე აპარატურაზე სამეცნიერო ჯგუფების ხელმისაწვდომობა და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო0საქმიანობის გააქტიურებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს, რომელთა სამართლებრივი სტატუსი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კონკურსზე დაიშვება ჯგუფური განაცხადებიც.
სამეცნიერო აპარატურის გრანტი ითვალისწინებს კვლევებისთვის საჭირო უახლესი სამეცნიერო აპარატურის შეძენასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების (ტრანსპორტირება, მონტაჟი, დაზღვევა და/ან საგარანტიო მომსახურება, საბანკო მომსახურება და სხვ.) დაფარვას.
2007 - 2009 წლებში დასაფინანსებლად შეიჩა 12 პროექტი. საერთო ბიუჯეტი 1 598 002 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწია სსიპ საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.