GEO ENG
 

 







 

პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს: მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მათი ასაკი არ აღემატება 35 წელს. პროექტები შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის ბაზაზე. პროექტის ხანგრძლივობაა ერთი წელი.

სამეცნიერო მიმართულებები: 

  1. ქართველოლოგიის მეცნიერებები;
  2. ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნი¬ერე¬ბები;
  3. საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალე¬ბი;
  4. საინფორ¬მა¬ციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
  5. მათემატიკური მეცნიერებები;
  6. ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
  7. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  8. სამედიცინო მეცნიერებები;
  9. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
  10. აგრარული მეცნიერებები.

2007 – 2009 წლებში დასაფინანსებლად შეირჩა 134 პროექტი, საერთო ბიუჯეტით 1 812 522 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწიეს სსიპ საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდმა).