GEO ENG
 

 







 

უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო პროექტი

პროგრამა ითვალისწინებს 3 თვის მანძილზე ახლგაზრდა მეცნიერის სტაჟირებით მივლინებას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და სამეცნიერო - კვლევით ცენტრებში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და ხელშეწყობა გამოცდილების შეძენაში.

გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.

კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ( მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხი, ასაკი არ აღემატება 40 წელს.

2009 წელს პროექტი გამოცხადდა 4 სამეცნიერო მიმართულებით და დაფინანსდა 3 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 26 906 ლარი;

2010 წელს პროექტი გამოცხადდა 8 სამეცნიერო მიმართულებით, დაფინანსდა 16 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 137 953 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწია სსიპ ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა;

2011 წელს პროექტი გამოცხადდა 10 სამეცნიერო მიმართულებით, დაფინანსდა 28 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 266 317 ლარი.