GEO ENG
 

 







 

საკონფერენციო გრანტები

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას; ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამარ¬თლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იუირიდიულ პირებს და საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

განაცხადით ფონდიდან მოთხოვნილი საკონფერენციო გრანტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

საკონფერენციო გრანტის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება:

  • კონფერენციის ორგანიზა ტორთა ან/და დამხმარე პერ სონალის საზღაური;
  • კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;
  • კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
  • კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;
  • კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შეს ყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;
  • კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის და ქი რავების ხარჯები;
  • კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;
  • სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).

გრანტის მიმღებებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინონ განხორ ციელებული ღონისძიების ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.

2009 წელს დაფინანსდა 5 საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 110 700 ლარი;

2010 წელს დაფინანსდა 7 საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 184 404 ლარი;

2011 წელს დაფინანსდა 10  საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 240 069 ლარი;