სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შერჩეული სამი მეცნიერის მონაწილეობა ევროპულ კონფერენციებში IncoNet EaP პროექტის ფარგლებში
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს (FP7)-ის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი (IncoNet EaP)“.
აღნიშნული პროექტის ამოცანებით გათვალისწინებულია ქართველი მეცნიერთა დაფინანსება ორი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად: 1. „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებსა“ და სამეცნიერო კონფერენციებში; 2. „სტრატეგიული ენერგოტექნოლოგიის გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია SET Plan Conference (ვიზიტით იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტოს (ENEA) კასაჩიას კვლევით ცენტრში)“.
ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.
პირველი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა ორი განაცხადი, რომელთაგანაც ერთი მოიხსნა ფონდის პირობებით დადგენილი ვადების დარღვევის გამო; მეორე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა ხუთი განაცხადი.
„ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი“ IncoNet EaP ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში „საშუამავლო ღონისძიებებში“ და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად ქართველ მეცნიერთა შერჩევისათვის კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 09 ოქტომბრის N90 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 3 გამარჯვებული.