აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსი
2013 წლის 22 ივლისს გამოცხადდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF GLOBAL), სსიპ- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ,,ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის'' 2013 წლის კონკურსი პროგრამის "დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის" ფარგლებში.
კონკურსის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოს (შემდგომში-DTRA) ინტერესის სფეროში შემავალ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დისციპლინებში ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის ხელშეწყობა და მდგრდი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის დამყარება.
კონკურსის პირობებით პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 18 თვით,ხოლო მაქსიმალური ბიუჯეტი 30 000 აშშ დოლარით.საგრანტო დაფინანსების 60%-ს გაიღებს CRDF-GLOBAL, 40%-ს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონკურსზე წარმოდგენილი 9 საპროექტო წინადადებიდან საქართველოს და აშშ-ს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ერთობლივი დაფინანსებისთვის დამტკიცებული იქნა 8 პროექტი.