GEO ENG
 

 







 

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის 2014 წლის საგრანტო კონკურსი
კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
2014  წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფონდის სამეცნიერო საბჭოს #11 სხდომის გადაწყვეტილებით დაფინანსდა ორი  პროექტი.