GEO ENG
 

 







 

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ პროგრამის - „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის” 2014 წლის კონკურსი
2014 წლის 12 თებერვალს გამოცხადდა აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში მიმდინარე „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის” 2014 წლის კონკურსი.
კონკურსის მიზანი იყო აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროში შემავალი მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევის ხელშეწყობა და კვლევისა და განათლების პროცესების ჰარმონიზაცია.
კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 5 საპროექტო წინადადება.
კონკურსის პირველ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შერჩეულ ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტებისა და CRDF Global-ის ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის შეფასებების შესაბამისად გამოვლენილი იქნა 3 ფინალისტი პროექტი.
მეორე ეტაპზე ქართველი და ამერიკელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეწვია კონკურსის ფინალში გასულ სამი პროექტის წარმდგენ საბაზო ორგანიზაციებს ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად, რის შემდეგაც მოხდა დამფინანსებელი მხარეებისთვის საუკეთესო პროექტის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციისა და კომისიის დასკვნების გათვალისწინებით ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2014 წლის 25 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი # 77985 – „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრი - საქართველოს პათოგენების მოლეკულურ ბიოლოგიური შესწავლა“ (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი რევაზ სოლომონია).