GEO ENG
 

 







 

სსიპ - შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის(CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 2013 წლის კონკურსი
სსიპ - შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ 2013 წლის კონკურსში წარმოდგენილ იქნა 9 საგრანტო პროექტი.
ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასებული 80 და მეტი ქულის მქონე საგრანტო პროექტების რანჟირებული სია გადაეგზავნა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრს (CNRS) გამარჯვებული სამი პროექტის შერჩევისათვის.
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრმა 2014 წლის 14 თებერვლის წერილით წარმოადგინა დასაფინანსებლად შერჩეული სამი საგრანტო პროექტი. აღნიშნული პროექტები დამტკიცდა ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 25 თებერვლის N3 სხდომაზე.