GEO ENG
 

 







 

2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცემს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებას. ეს იყო საპილოტე კონკურსი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უმოკლეს ვადებში ჩაატარა. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.
თითოეულ გამარჯვებულ კონკურსანტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯები, აგრეთვე საზღვარგარეთ სტაჟირება ან კონფერენციაზე გამგზავრება და მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის უფრო მოქნილად სტრუქტურირებას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა გამარჯვებულ კონკურსანტთა პირველადი რაოდენობა და შეადგინა 135 დოქტორანტი.