GEO ENG
 

 







 

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2013 წლის 27-28 ნოემბერს განიხილა საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადები. საბჭოს სხდომაზე გაიმართა აღნიშნული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციები. სამეცნიერო საბჭომ დასაფინანსებლად 6 პროექტი შეარჩია.