GEO ENG
 

 







 

საკონფერენციო გრანტების კონკურსი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2013 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები დაამტკიცა.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.
სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკონკურსოდ დარეგისტრირდა 65 განაცხადი. საკონფერენციო გრანტების 2013 წლის კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 31 პროექტი.