GEO ENG
 

 







 

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილება და დასაფინანსებლად პროექტების შერჩევა დაეყრდნო შემდეგ პრინციპებს:
1.        სამეცნიერო მიმართულებებს კონკურსის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა გაუნაწილდეს მიმართულებაში „კარგი“ (86 და მეტი ქულით შეფასებული) პროექტების რაოდენობის პროპორციულად;
2.        თითოეული სამეცნიერო მიმართულების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეირჩეს ქულათა მკაცრად დაღმავალი რანჟირების მიხედვით, ამასთან, მიმართულების შიგნით თანაბარქულიანი პროექტები აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში დაფინანსების თვალსაზრისით;
3.        თითოეულ მიმართულებაში უნდა დაფინანსდეს სულ მცირე სამი პროექტი;
4.        დაფინანსების გარეშე არ უნდა დარჩეს არცერთი პროექტი, რომელმაც მიიღო 95 ან უფრო მაღალი ქულა.

აღნიშნულის მიხედვით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში გამოვლინდა 94 გამარჯვებული პროექტი.