GEO ENG
 

 







 

2012-02-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებენ

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი)და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსი.

საგრანტო კონკურსის მიზანია: შესაძლებლობა მიეცეს ქართველ სტუდენტებს, ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრს გამოცდილების მისაღებად და ჩაატარონ უახლესი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით და ხელი შეუწყოს JÜLICH-ს, საქართველოს უნივერსიტეტებიდან მოიზიდოს საუკეთესო სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის საჭირო კვლევების განსახორციელებლად, რაც ემსახურება ქართული სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

კონკურსში გამარჯვებულ, JÜLICH-ისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ ქართველ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს (არაუმეტეს სამისა თითოეულ კატეგორიაში) საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევით ცენტრში, განახორციელონ კვლევითი პროექტები და დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების (უნივერსიტეტების, ინსტიტუტების) მეცნიერებთან შემდეგ სფეროებში: 1)მათემატიკური მეცნიერებები; 2)საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3)საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4)საინჟინრო მეცნიერებები და 5)სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მისი (ქართული) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. დოქტორანტებისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წლამდე მომდევნო 6-თვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ამასთან, იულიხში კვლევითი სტაჟირების დრო არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები.

საგრანტო დაფინანსება, რომელიც ფარავს ყოველდღიურ საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმთელობის, უბედური შემთხვევებისა და პერსონალური პასუხიმგებლობის დაზღვევას, ჯამში შეადგენს ყოველთვიურ 900 ევროს მაგისტრანტებისათვის და 1400 ევროს დოქტორანტებისათვის. სამოგზაურო გრანტებს, რომლებიც ითვალისწინებს: ა)ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად; ბ)წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობას საქართველოსა და გერმანიას შორის.

იულიხის ადმინისტრაციიდან მხარდაჭერის წერილის მიღებისთვის ელ-ფოსტით მიმართეთ ქალბატონ ელენე აბროსიმოვას თხოვნით, რომელშიც ინგლისურ ენაზე მიუთითეთ: თქვენი სახელი და გვარი, სტატუსი (დოქტორანტი/მაგისტრანტი), უნივერსიტეტი, დეპარტამენტი.

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2012 წლის 5 მარტიდან 18 ივნისის 24:00 საათამდე ელექტრონული რეგისტრაციის გზით.

განცხადება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2012 წლის 25 ივნისის 18:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებში:

მინისტრის ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხა

განცხადება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

საპროექტო წინადადება 

ბიუჯეტი

სარეკომენდაციო წერილის ფორმა

შეფასების კრიტერიუმები

ელექტრონული რეგისტრაცია

კონკურსის საკონტაქტო პირია ელენე აბროსიმოვა: +49 2461 614372; e.abrosimova@fz-juelich.de, ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - თედორე დოლიძე: +995 322 200 220 (დამტ. 4405); dolidze@rustaveli.org.ge tedodol@yahoo.com.

share