GEO ENG
 

 







 

2012-02-27
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურს აცხადებს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეც-ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2012 წლის 27 თებერვლიდან 6 აპრილის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2012 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2012 წლის 10 აპრილის 18.00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:


 ბრძანება №07;

ბრძანება №11;

მთავრობის დადგენილება;

კონკურსის პროგრამა და პირობები;

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.


პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4222);
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share