GEO ENG
 

 







 

2011-11-04
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ”ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2011 წლის კონკურსს” აცხადებს

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - ,,ქართული საბავშვო ფოლკლორი” მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორული თქმულებების, ეპოსის, ზღაპრების მეცნიერულ შესწავლასა და სისტემატიზაციას, ასევე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის კვლევას; კვლევის შედეგების პოპულარიზაციას. კონკურსი ითვალისწინებს ისეთი ზღაპრების მოძიებასა და შეკრებას, რომლებიც დაფუძნებულია სიკეთეზე, უფროსების პატივისცემაზე, სამშობლოს, მშობლების, და-ძმის, მეგობრების სიყვარულზე, სწავლისა და შრომისმოყვარეობაზე, მოკლებულია ძალადობისა და აგრესიულობის მაგალითებს და თავისი შინაარსით დადებით ემოციებს აღძრავს მკითხველში. 

შეკრებილი მასალა გამიზნული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესში გამოსაყენებლად. უპირატესობა მიენიჭება ისეთ კრებულს, რომელშიც საყოველთაოდ ცნობილ ქართულ ზღაპრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ახალი ან ჯერ გამოუქვეყნებელი ზღაპრები.

კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტის შემოტანა შეუძლიათ:

ა) მკვლევართა ჯგუფს;
ბ) მკვლევართა ჯგუფსა და საბაზო ორგანიზაციას ერთობლივად.

პროექტის მიერ ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 7 000 ლარს. ხოლო, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 

”ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2011 წლის კონკურსის” საპროექტო განაცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 ნოემბრის 18:00 საათი. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულ ფაილებში: 

პროგრამის კოორდინატორი ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 33 53 04; მობ: 577 74 14 47
ელ-ფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share