GEO ENG
 

 







 

2011-09-14
ვორკშოპი მეცნიერთათვის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სლავისტიკის, აღმოსავლეთ ევროპისა ევრაზიის კვლევათა ცენტრი ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწინავე კვლევათა და განათლების ცენტრთან და კავკასიის კვლევათა რესურს ცენტრებთან ერთად აცხადებს კონკურსს სოციალურ მეცნიერებებისა და ისტორის მკვლევართათვის საქარველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 2 კვირიან ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად 2011 წლის 30 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით. ვორკშოპი გაიმართება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში და განხორციელდება ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით.

კონკურსის მიზანია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსებისა და სასწავლო მასალის დამუშავება - სრულყოფა. ვორკშოპის ენა არის ინგლისური.
დაფინანსება - კონკურსის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 მეცნიერი (,,კარნეგის სტიპენდიატი”) სამხრეთ კავკასიიდან.

მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯებს დაფარავს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სლავისტიკის, აღმოსავლეთ ევროპისა ევრაზიის კვლევათა ცენტრი. სტიპენდიატები დამატებით მიიღებენ თანხას $600-მდე სასწავლო მასალის შესყიდვის, ქსეროასლების დამზადებისა და საქართველოში ფოსტით გამოგზავისთვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსანტი უნდა იყოს: საქართველოს, აზერბაიჯანის ან სომხეთის მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე, უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება და სამეცნიერო დებატებში მონაწილეობა ინგლისურ ენაზე.

საკონკურსო დოკუმენტაციის სანახავად და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ბმული

http://iseees.berkeley.edu/case-crrc

საკონკურსო დოკუმენტაცოა უნდა გააგზავნოთ ელფოსტაზე applications@crrccenters.org არაუგვიანეს 2011 წლის 21 სექტემბრისა

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ:

http://crrccenters.org/news/?id=136

share