GEO ENG
 

 







 

2011-09-12
”ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერული შესწავლის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული გამოვლინდა. საკონკურსოდ ფონდში დარეგისტრირდა 3 განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად ერთი მათგანი შეარჩია. პროექტი სახელწოდებით ”ქართული ეროვნული სამოსი და მისი აქსესუარები” საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა/შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა და ორგანიზაცია შ.პ.ს. ”სამოსელმა პირველმა” ერთობლივად წარმოადგინეს (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - იზოლდა მელიქიშვილი; საბაზო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - დავით ლორთქიფანიძე; თანადამფინანსებელი შ.პ.ს. ”სამოსელი პირველი”).

პროექტის მიზანია ტრადიციული ეროვნული სამოსის ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და სხვა ასპექტების კვლევა, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნული სამოსის შესახებ ილუსტრირებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა და კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

share