GEO ENG
 

 







 

2011-09-09
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - მუსხელიშვილი 120

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სამეცნიერო კონფერენცია ”უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები” 6 დღე გაგრძელდება და მასში ქართველ მათემატიკოსებთან ერთად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მექსიკისა და რუსეთის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. 

ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლისა და მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის საიუბილეო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მათემატიკისა და მექანიკის სამეცნიერო მიმართულებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს დღემდე 50-ზე მეტი საგრანტო პროექტი, საერთო ბიუჯეტით დაახლოებით 5 მლნ ლარით აქვს დაფინანსებული.

share