GEO ENG
 

 







 

2011-08-24
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და CNRS-ის ერთობლივი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ 2011 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 10 საპროექტო წინადადება შემდეგ პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებში:

  • მათემატიკა, მექანიკა - 3 პროექტი;
  • ფიზიკა - 4 პროექტი;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 3 პროექტი.

კონკურსის პირობების თანახმად ფონდმა და CNRS-მა ერთობლივად დაადგინეს წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან, რის შედეგად 2 საპროექტო წინადადება (სარეგისტრაციო #4125/05-01 და #4126/05-01) მოხსნილი იქნა კონკურსიდან. აღნიშნული საპროექტო წინადადებები წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მათში გამოვლენილ იქნა კონკურსის პირობებთან შემდეგი სახის შეუსაბამობა: 1) საპროექტო წინადადებები არ იყო ხელმოწერილი ფრანგი პარტნიორის მიერ; 2) CNRS-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საპროექტო წინადადებების ფრანგი პარტნიორი არ მუშაობს CNRS-ში. დარჩენილი 8 საპროექტო წინადადება შეფასებისთვის გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს (თითოეული პროექტი 2 ექსპერტს).

კონკურსის პირობების შესაბამისად, CNRS-ში საბოლოო შეფასებისთვის გადაიგზავნება 7 საპროექტო წინადადება, რომელთაც მიიღეს 80 ქულაზე მეტი საშუალო შეფასება (იხ.რანჟირებული სია).

რანჟირებული სია

share