GEO ENG
 

 







 

2011-08-22
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს “სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2011 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2011 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება 2011 წლის 23 აგვისტოდან 2011 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი თედორე დოლიძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის #1, მე-3 სართული
ტელ: + (995 32) 2 33 53 04; +(995 99) 68 78 81;
ელ-ფოსტა: dolidze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share