GEO ENG
 

 







 

2011-08-09
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ კონკურსს აცხადებს

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ – წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოში კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში იურიდიული პირის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელს. ხოლო, ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 100 000 ლარს. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას კვლევების დასაფინასებლად.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება 2011 წლის 12 აგვისტოდან 12 სექტემბრის 18 საათამდე.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემულ ბმულებში:

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საკონტაქტო პირი: ირაკლი ნოსელიძე
მისამართი: მ. ალექსიძის #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 33 39 22; მობ: 577 757379
ელ-ფოსტა: noselidze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share