GEO ENG
 

 







 

2011-08-04
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა

შოთა რუსთაველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა. ”ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2011” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით უკვე მიმდინარეობს. ქართველოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული უცხოელი სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან 6 კვირის განმავლობაში ქართულ გარემოში ცხოვრობენ. ისინი ადგილზე სწავლობენ ქართულ ენას, ეცნობიან ძველ და თანამედროვე ქართულ კულტურას, საქართველოს მეცნიერულ, საგანმანათლებლო და სოციალურ მიღწევებს, დაათვალიერებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ღირსშესანიშნაობებს.

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის მიზანია ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და პოპულარიზაცია, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი - ”ქართული დამწერლობა” დააფინანსა. აღიშნული პროექტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროფესორ ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

share