GEO ENG
 

 







 

2011-08-04
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსს აცხადებს

სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესში სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების დანერგვა.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი შინაარსობრივად უნდა მოიცავდეს სრული ზოგადი განათლების სულ მცირე დაწყებით საფეხურს.

დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებზე გასაცემი გრანტების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

საპროექტო განაცხადების შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 აგვისტოს 18 საათი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულ ფაილებში:

პროგრამის კოორდინატორი ირაკლი ნოსელიძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 33 39 22; მობ: 577 757379
ელ-ფოსტა: noselidze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share