GEO ENG
 

 







 

2011-08-01
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების შეძენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის სა¬ქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერის სტაჟირება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2011 წლის 1 დეკემბრისა.

ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 3 აგვისტოდან 2 ოქტომბრის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2011 წლის 5 ოქტომბრის 18 საათისა.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის #1, I I I სართული
ტელ: + (995 32) 2 33 53 04; მობ: 577 977202
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share