GEO ENG
 

 







 

2011-06-22
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევის“ კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულ შესწავლას, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და ა.შ. ასპექტების კვლევასა და სისტემატიზაციას; კვლევის შედეგების პოპულარიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს ამზადებს და ფონდში შემოაქვს მკვლევართა ჯგუფს ან/და საბაზო ორგანიზაციას.

მკვლევართა ჯგუფს წარმოადგენენ გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს.

საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ¬თლი¬ს იურიდიულ პირი, მათ შორის სსიპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საბაზო ორგანიზაციის სტატუსით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 70 000 ლარს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა, მასალის გამოსაცემად მომზადების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს.

საკონკურსო განაცხადი ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 26 ივლისის 18 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემულ ბმულებში:

პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 233 53 04;
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge

share